Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Black Sea Arena-ზე ავტოსადგომის მოსაწყობად 2 მილიონ 636 ათასი ლარი გამოიყო

59240079cf2bc
სალომე მეცხვარიშვილი
23.05.17 13:40
1466
Black Sea Arena-ზე ავტოსადგომის მოსაწყობად 2 მილიონ 636 ათასი ლარი გამოიყო. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, "ბლექ სი არენას" საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით გამარტივებული შესყიდვის უფლება მიეცა.

"სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიეცეს უფლება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში (შეკვეთილი) მდებარე ბლექ სი არენას საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომის მოწყობის მიზნით, სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 2 636 000 (ორი მილიონ ექვსას ოცდათექვსმეტი ათასი) ლარის ფარგლებში",- ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.