Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი წლიურად 16 ლარით გაიზარდა და 286.5 ლარი შეადგინა

59196ee0cdcf5
თელარა გელანტია
15.05.17 13:01
732
2017 წლის აპრილში მარტთან შედარებით შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი თითქმის 1 ლარით გაიზარდა და 170.8 ლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, მარტთან შედარებით 1 ლარით, 150.3 ლარამდე გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც.

რაც შეეხება საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმს, წლის დასაწყისიდან ისიც ყოველთვიურად მზარდი იყო და აპრილში 286.5 ლარი შეადგინა.

საარსებო მინიმუმი გაზრდილია ოჯახის ტიპების მიხედვითაც: ერთსულიანი ოჯახისთვის საარსებო მინიმუმი 151.3 ლარია, ორსულიანისთვის - 242.1 ლარი, სამსულიანისთვის - 272.3 ლარი, ოთხსულიანისთვის 302.6 ლარი, ხუთსულიანისთვის - 340.4 ლარი, ხოლო ექვსი და მეტსულიანისთვის კი - 402.4 ლარი.

აღსანიშნავია, რომ წლიურად გაზრდილია შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 9 ლარით, რადგან წინა წლის აპრილში ეს მაჩვენებელი 161.2 ლარი იყო. რაც შეეხება საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმს, ის 1 წლის განმავლობაში 16 ლარით, 270.4-დან 286.5 ლარამდეა გაზრდილია.

ცნობისთვის: 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.