Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოსთან საარბიტრაჟო დავას Inter Rao-ც გეგმავს, - კომპანია ლარის კურსის გამო მილიონობით დოლარის კომპენსირებას ითხოვს

58fe5ca1ee89e
BM.GE
25.04.17 09:10
1155
Интер РАО-მ ლარის გაუფასურებით მიღებული დანაკარგის კომპენსირების მიზნით საქართველოს ხელისუფლებასთან საინვესტივიო დავა დაიწყო, - რუსული მედიის ცნობით, კომპანიამ ზარალი ათობით მილიონ დოლარად შეაფასა.

გამოცემა TASS წერს, რომ „ინტერ რაოს“ სტრუქტურები - ნიდერლანდებში რეგისტრირებული Silk Road Holdings B.V. და Gardabani Holdings B.V თელასის 75%-ს და „ხრამი 1“-სა და „ხრამი 2“-ის 100%-ს ფლობენ და დაცულნი არიან სტიმულირებისა და ინვესტიციის ურთიერთდაცვის ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის შეთანხმებით.

ამ და სხვა შეთანხმებების საფუძველზე კი გამოცემის ცნობით, ქართულმა მხარემ უნდა მოახდინოს გაცვლითი კურსისგან მიყებული ზარალის კომპენსირება.

TASS წერს, რომ ქართულმა მხარემ „ინტერ რაოსთვის“ არ უზრუნველყო გარანტიები, რომელიც მათ შორის ეხებოდა ელექტროენერგიის ტარიფებს.

"Silk Road-მა და Gardabani-მ საქართველოს პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, იუსტიციის მინისტრს და ენერგეტიკის მინისტრს გაუგზავნეს უწყება, - კომპანიებსა და საქართველოს შორის საინვესტიციო დავებთან დაკავშირებით სტიმულირებისა და ინვესტიციების ურთიერთდაცვის, ასევე ენერგეტიკულ ქარტიასთან შეთანხმებების თანახმად“, - ვკითხულობთ სტატიაში.

კომპანიების წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მათზე ნეგატიურ გავლენას 2014 წლიდან ახდენს. მათ შორის, მარეგულირებლის მიერ ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები. გასულ წელს, კომპანიებმა ხელისუფლებას განცხადებით მიმართეს, ტარიფების შეცვლის შესახებ, თუმცა მარეგულირებელმა კომისიამ მათ უარი უთხრა.

Silk Road და Gardabani აღნიშნავენ, რომ "იტოვებენ უფლებას, დავის არბიტრაჟში გასაგრძელებლად".

"ყაზტრანსგაზმა" საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლა