Home
Category
TV Live Menu
Loading data...

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2 სასტიპენდიო კონკურსი გამოაცხადა

589d61a3305e3
BM.GE
10.02.17 10:36
1113
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2 სასტიპენდიო პროგრამა - „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ და ,,სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2017-2018“ გამოაცხადა.

„სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ განხორციელების შედეგად საქართველოს 15-მდე მოქალაქე შეძლებს საფრანგეთში, როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულებით მაგისტრის ხარისხის მოპოვებას და მიღებული ცოდნის საქართველოში რეალიზებას.

სასტიპენდიო პროგრამა ,,სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2017-2018“ მიზნად ისახავს 50 ქართველი სტუდენტის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტები და უმაღლესი სკოლები) ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად შემდეგ მიმართულებებზე: STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა), სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, სამედიცინო, სპორტისა და ხელოვნების დარგები.

საკონკურსო განაცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის, უცხო ენაზე შედგენილი) წარდგენა ხდება ელექტრონულ მისამართზე - www.iec.gov.ge, ელექტრონული განაცხადის შევსების გზით.

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი. მის.: ინგოროყვას 7, ელ-ფოსტა: info-iec@iec.gov.ge, ცხელი ხაზი: 2 40 02 02

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014-16 წლებში 270 სასწავლო სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.