Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ხეხილის ესპანური ჯიშები გადაეცა

5900832d8d6e6
BM.GE
26.04.17 15:21
806
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკოლექციო-სადემონსტრაციო ბაზას ხეხილის 40-ზე მეტი პერსპექტიული, ესპანური ჯიში გადაეცა. სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ესპანურ კომპანიას „ვივეროს პროვედო" შორის არსებული ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, ჯიღაურას ბაზას მსხლის, გარგარის, ატმის, ნუშის, ბლის და ქლიავის ნერგები გადაეცა.

აღნიშნული ჯიშების ბიოლოგიურ-სამეურნეო თვისებების შესწავლა საერთაშორისოდ აღიარებული ჯიშთაშესწავლის მეთოდიკებისა და პროტოკოლების მიხედვით განხორციელდება. კვლევების შედეგად ადგილობრივი მეხილე ფერმერები ინფორმაციას მიიღებენ ახალი კონკურენტუნარიანი ჯიშების თავისებურებებისა და უპირატესობების შესახებ.