Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"კრისტალი": დაანონსებულმა ცვლილებებმა, შესაძლოა საქართველოში ფასიანი ქაღალდების განვითარებას შეუწყოს ხელი

5864df2f62414
BM.GE
29.12.16 14:00
1103
ბანკების და საკრედიტო კავშირების გარდა სხვა მეწარმე სუბიექტებს 100 000 ლარამდე ღირებულების თამასუქის გაცემა ეკრძალებათ. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით საქართველოს მთავრობა გამოდის. ცვლილება ვრცელდება იმ სუბიექტებზე, რომლებიც თამასუქს 20-ზე მეტ პირზე გასცემენ. ეროვნული ბანკის განმარტებით, შეზღუდვა ვრცელდება ყველა მეწარმე სუბიექტზე, მათ შორის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ონლაინ სესხებზე და ა.შ. თემის დეტალებით "ბიზნესკონტრაქტთან" მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი"-ს აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ბაკურაძე საუბრობს.

- ბატონო არჩილ, საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემდეგ ბიზნესისთვის რა იცვლება?

- ცვლილებები მართლაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველას ერთი საერთო ხასიათი გააჩნია. ეს ცვლილებები მომხმარებელთა უფლებების დაცვისკენ არის მიმართული და ირიბად ამ ცვლილებებმა შესაძლოა საქართველოში ფასიანი ქაღალდების განვითარებას შეუწყოს ხელი.

- ამ ბიზნესით დაკავებულ სუბიექტებს გარკვეულწილად ემუქრებათ თუ არა ის, რომ მათ შემოსავლები აღარ ექნებათ. რეალურად ძირითადი ლარის რესურსი, რომელსაც ისინი მოსახლეობისა და ფიზიკური პირებისგან მოიზიდავენ 100 000 ლარი იყო და ამ თამასუქებს შეზღუდვა შეეხებათ. მომხმარებლებსაც ხომ არ ეზღუდებათ უფლება, რომ მათ თავიანთ საკუთარი დანაზოგით მეტი შემოსავალი მიიღონ?

- მომხმარებლებს გარკვეულწილად ფინანსური ინსტრუმენტების არჩევანი შეეზღუდებათ, იმიტომ რომ ამ პირობებში მათ მხოლოდ და მხოლოდ საბანკო დეპოზიტის ოფცია რჩებათ. თუმცა იმედი მაქვს, რომ ამ ცვლილებებთან ერთად, საქართველოში ფასიანი ბაზრის წახალისება მოხდება და ინვესტორები თანხების დაბანდებას უკვე კორპორატიულ ობლიგაციებში შეძლებენ. ინფორმაციისთვის უკვე ეროვნულ ბანკში მიდის მუშაობა და ეროვნული საბჭოს დადგენილება და ასევე პრეზიდენტის ბრძანება ვიხილეთ, სადაც ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდები მოგევვლინება, როგორც უზრუნველყოფის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სექტორის სტიმულირება მოხდება.

- ეს ინსტიტუტები საბანკო პროდუქტების კონკურენტებადაც განიხილებოდნენ, რადგან მათ მაღალი საპროცენტო სარგებელი და შეთავაზება ჰქონდათ მოსახლეობისთვის და ამ შემთხვევაში, როდესაც შეზღუდვები დაწესდება კონკურენციაც იზღუდება და მოქალაქეს, ფიზიკურ პირს მხოლოდ ერთი არჩევანი რჩება საკუთარი დანაზოგი ბანკში ან მიკროაფინანსო ორგანიზაციაში წაიღოს, სადაც პროცენტულად შედარებით ნაკლები სარგებელია...

- თქვენი შეკითხვა გარკვეულწილად ინდუსტრიაზე გავლენას უკავშირდება. მიკროსაფინანსოებს თამასუქის კუთხით ბუნებრივია, შეზღუდვები შეეხებათ, რადგან ის ორგანიზაციები, რომლებიც ძირთადად თამასუქებით ფინანსდებოდნენ ამ რეფინანსირების ინსტრუმენტს პრაქტიკულად დაკარგავენ, ამიტომ ის ტრანზაქციები და კაპიტალი სადღაც სხვა პლატფორმებზე გადაინაცვლებს. გამოსავალია ის, რომ ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა კორპორატიული ობლიგაციები გამოუშვან. ონლაინ სესხებს რაც შეეხება, აქაც გარკვეული გადანაწილება და მიგრაცია მოხდება კლიენტების. თვითონ ეს საპროცენტო განაკვეთის ზღვარი იმას გულისხმობს, რომ არსებული ბიზნეს მოდელი ვერ იმუშავებს. კომპანიები, რომლებიც ამხელა ხარჯს წევენ მარკეტინგული დანახარჯებისა და პრობლემური აქტივების დაფინანსებისათვის, რომლებიც დიდ ყურადღებას აქტივების ხარისხს არ აქცევენ და მათ საქმიანობა გაუჭირდებათ.

- ონლაინ სესხების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის იყოს, რომ სესხის აღება მარტივად იყო შესაძლებელი. ამას თუ აგვარებს მირებული რეგულაციები?

- მიღებული რეგუილაცია აღნიშნულ პრობლემას საკმაოდ ჭკვიანურად აგვარებს, იმიტომ რომ უკვე არ არსებობს ეკონომიკური სტიმული იმისა, რომ სესხი პოტენციურად პრობლემურ მსესხებელზე გასცე, მაგრამ სოციალურად ეს გარკვეულ უხერხულობას ქმნის, რადგან ეს ადამიანები ამ სესხებს კვლავ საჭიროებენ და დაფინანსების რაღაც გარკვეული წყარო ჭირდებათ, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი კლიენტების მიგრაცია მოხდება, ძირითადში სალომბარდე კომპანიებში, სადაც ძვირფასი ლითონის ან სხვა ნივთის დაგირავებით შეძლებენ სესხის მიღებას დროებით. ასევე ვფიქრობ, რომ ამან გარკვეულწოლად შესაძლოა არაფორმალური გასესხების ბაზრის გაზრდა გამოიწვიოს, მაგრამ ეს არის სფერო, სადაც მოქალაქეები დაცული არ არიაბ და ამიტომ თვითონ მომხმარებლები უნდა იყონ ფრთხილად ამასთან დაკავშირებით და ეცადოს მაქსიმალურად ეროვნული ბანკის რეგულირების კანონის ნორმებს მიყვეს.

- კომპანიებს, რომლებსაც აღნიშნული რეგულაცია შეეხება, აქვთ თუ არა იმის რესურსი, რომ სხვაგვარად წარმართონ საკუთარი საქმიანობა და ფულადი რესურსები სხვა გზით მოიზიდონ?

- დიახ, ეს გამოწვევაა და ამ ორგანიზაციებს გარკვეული დრო აქვთ, რომ რეაგირება მოხდნინონ. კანონპროექტის უშუალოდ ეს ნაწილი ძალაში კიდევ 6 თვე არ შედის, ამიტომ ვფიქრობ, რომ ინფრასტრუქტურა მზად არის, მარეგულირებლის მხარდაჭრა არსებობს და თუ ამ კომპანიებს კარგი ფინანსური მაჩვენებლები გააჩნიათ, ვფიქრობ, რომ ისინი ფასიანი ქაღალდების ბაზრის და საჯარო განთავსების წესების დაცვით ფინანსური ინსტრუმენტების გამოშვებას შეძლებენ. თუ არა და უფრო დიდ კომპანიებსა და დიდ ინვესტორებზე ფოკუსირდნენ, ან ბანკიდან ისესხონ. ბევრი გზა არსებობს, მაგალითად ჩვენი კომპანია და ჩვენი მსგავსი ბევრი სხვა კომპანია მიკროსაფინანსო სექტორში საერთოდ არ ვიყენებდით და არც ვაპირებდით თამასუქის ინსტრუმენტის გამოყენებას, რადგან ჩვენ სახსრებს უცხოეთიდან ვიზიდავთ.