Home
Category
TV Live Menu
Loading data...

2032 წლისათვის ინდოეთი გეგმავს, სრულად ელექტრომობილების მოხმარებაზე გადაერთოს

5912cda6c87d6
BM.GE
10.05.17 12:18
752
2032 წლისათვის ინდოეთი გეგმავს, სრულად ელექტრომობილების მოხმარებაზე გადაერთოს, ამისთვის საგანგებოდ პროექტი მზადდება, წერს Reuters წყაროზე დაყრდნობით. აღნიშნულია, რომ პირველად სამუშაო გეგმაში, რომლის გაცნობის შესაძლებლობაც სააგენტოს ჰქონდა, ხელისუფლებისათვის ამ გეგმის თანახმად შეთავაზებულია ელემენტების წარმოების დაწყება 2018 წლიდან და საგადასახადო შემოსავლების გამოყენება დიზელსა და ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის დასამუხტი წყაროების ჩანაცვლებით. ამავე დროს ამ პროექტში გათვალისწინებულია გადასახადების შემცირება და საკრედიტო ხაზის მხარდაჭერა ელექტრომობილებისთვის.