Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ათეულობით ათასი ადამიანი, ვინც სარგებლობდა ორმაგი დაფინანსებით ისარგებლებს მხოლოდ კერძო დაზღვევით"

589c404e61169
BM.GE
09.02.17 14:09
1066
ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის ბაზების განახლებას იწყებს, - როგორც დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, 1 მარტიდან, ის პირები რომლებიც სარგებლობდნენ, როგორც კერძო ასევე საყოველთაო დაზღვევის პაკეტის, ისარგებლებენ, მხოლოდ საყოველთაო დაზღვევით.

„როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროექტი დაიწყო, მაშინ ცალსახად გაიმიჯნა კერძო დაზღვევის მქონე მოქალქეები და საყოველთაო ჯანდაცვაში შეეძლოთ მოხვედრილიყვნენ მხოლოდ ის პირები, ვისაც არ ჰქონდათ კერძო დაზღვევა.

ჩვენ გვქონდა დათქმა რომ ბაზების განახლება მოხდებოდა, თუმცა სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა.

დღეს შევიდა ძალაში ახალი ჩანაწერი, ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილებაა, თუმცა 2013 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ბევრმა ადამიანმა კერძო დაზღვევა დაკარგა, ბევრმა კი შეიძინა და სარგებლობდა ორმაგი დაფინანსებით. ბაზების განახლებაზე მუშაობა დაიწყო. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს რომ 1 მარტიდან ათეულობით ათასი ადამიანი, ვისაც არ ჰქონდა კერძო დაზღვევა და რომელიც მინიმალური პაკეტით სარგებლობდა მიიღოს სრულყოფილი პაკეტი.

ათეულობით ათასი ადამიანი ვინც სარგებლობდა ორმაგი დაფინანსებით, ისარგებლებენ, მხოლოდ კერძო დაზღვევით. ამ ბაზების დადარება მოგვცემს ჯანდაცვის ბაზრის სწორი ანალიზის შესაძლებლობას“, - განაცხადა მინისტრმა.