Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბაზარზე შეფუთული მზა ქართული კერძები გამოჩნდა

59008c426251c
სალომე მეცხვარიშვილი
30.04.17 16:00
1890
კომპანია "ნაციონალური დელიკატესი ნდ" გასული წლის ბოლოს შეიქმნა, შეფუთული ქართული კერძების წარმოება კი 2017 წლის იანვრიდან დაიწყო. სხვადასხვა სავაჭრო ქსელში ამ ეტაპზე 7 დასახელების პროდუქტი იყიდება: ლობიო ლორით, ბორში ძროხის ხორცით, სუპ ხარჩო, ქათმის ჩახოხბიოლი, ქართული ფლავი (შილა ფლავი), ფლავი ძროხის ხორცით (იგივე უზბეკური ფლავი) და ბრინჯი ბოსტნეულით.

"შეფუთული მზა საკვების წარმოების იდეა გაჩნდა თანამედროვე ცხოვრების რითმიდან გამომდინარე და დროის დაზოგვის მიზნით. ჩვენი პროდუქტი გათვლილია იმ ადამიანებზე ვისთვისაც მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი და ჯანსაღი კვება. დროის მინიმალური დანახარჯით ადამიანს შეუძლია მიირთვას 100% ით ნატურალური ქართული კერძები",- აცხადებს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ქეთი ქელეხსაშვილი.

კომპანია აწარმოებს როგორც ქართულ ნაციონალურ კერძებს და ასევე მსოფლიოს სხვადასხვა სამზარეულოებიდან ტრადიციულ კერძებს. “ნაციონალური დელიკატესი“ ასორტიმეტის გაზრდაზე მუშაობს და უახლოეს მომავალში სამარხვო პროდუქციის გამოშვებასაც აპირებს.

დღესდღეობით პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ქსელურ მარკეტებში, ასევე უბნის მარკეტებში.

საწარმო, სადაც პროდუქცია მზადდება, დედოფლისწყაროში მდებარეობს და მას HACCP-ის სერთიფიკატი გააჩნია. კომპანია 30 ადგილობრივს ასაქმებს.

"ქართულ ბაზარზე ჩვენაირი პროდუქტი არ არის. ბაზარზე არის მზა კერძები, რომელიც მალფუჭებადია, და მეორე მესამე დღეს გამოუსადეგარია. ან პროდუქტები, რომელსაც სჭირდება წყლის დასხმა ან სანელებლები. ჩვენი პროდუქცია არის მზა, 100% ით ნატურალური, არ შეიცავს დანამატებსა და კონსერვანტებს და საჭიროებს მხოლოთ 2-3 წუთით მიკროტალღურ ღუმელში გაცხელებას. ჩვენი პროდუქტი განსაკუთრებით მოსახერხრებელი და კომფორტულია ტურისტებისთვის, მოლაშქრეებისთვის, ბანაკებისთვის და მსგავსი აქტივობებისთვის",- აცხადებენ კომპანიაში.