Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა რთულია"

59243db7d4348
ნინო კვინტრაძე
23.05.17 17:46
906
"ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში რთულია", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ. მისი თქმით, საპროცენტო განაკვეთები კლების ტენდენციით ხასიათდება, დაფინანსების მოცულობა კი იზრდება.

"ჩვენ კიდევ წინ გვაქვს განვითარების დიდი პერიოდი. საბანკო სექტორი იზრდება, ამავე დროს ცნობადობა უნდა გაიზარდოს, ბევრი მოთამაშე უნდა შემოვიდეს, არა მარტო საფინანსო სექტორში, არამედ ზოგადად საინვესტიციო გარემოში.

ვერ დავეთანხმები, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდმობა საქართველოში რთულია, რადგან თუ გადახედავთ - სხვა ქვეყნებთან შედარებით საბანკო სექტორის გადაფარვას, საკმაოდ მაღალ მაჩვენებელზე ვართ ერთ სულ მოსახლეზე. საუბარია უფრო იაფ რესურსებზე,- ეს ყველაფერი რისკებთანაა დაკავშირებული, ეს უცებ ვერ მოხდება, კლებაა სერიოზული საპროცენტო განაკვეთებზე, მოცულობაც გაზრდილია. ჩვენ ძალიან აქტურად ვეხმარებით სტარტაპებს და იმ ადამინებს ვინც ნულიდან ქმნის ახალ საწარმოებს", - ამბობს ხაზარაძე.