Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ეროვნული ბანკი წელს ინფლაციის პიკს ივნის-ივლისში ელოდება

5916c4ce49cde
BM.GE
13.05.17 14:05
624
ეროვნული ბანკი ინფლაციის პიკს წელს ივნის-ივლისში ელოდება,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა ანალიტიკოსებთან შეხევდრაზე განაცხადა.

"ინფლაციის წლიურ მაჩვენებელს მოველით, რომ ცოტა უფრო მეტი იქნება, ვიდრე დღეს არის. სადღაც ივნის-ივლისში ამან უნდა მიაღწიოს მაქსიმალურ მაჩვენებელს და შემდეგ უნდა დაიწყოს შემცირება. ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოველით, რომ დღეიდან ფასები გაიზრდება. აქ არის მნიშვნელოვანი საბაზრო ეფექტი, რაც იწვევს ინფლაციის წლიური მაჩვენებლის ზრდას. დაახლოებით 7%-ის ფარგლებში მოველით, თუმცა, ინფლაციის მაჩვენებელს პროგნოზისას გარკვეული ცდომილებები ახლავს. ზუსტად მის ზუსტ პროგნოზს ვერ განვსაზღვრავთ",- განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.