Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მარიამ ვალიშვილი "ყაზტრანსგაზის" სარჩელზე: ყაზახური მხარე ინვესტიციების ანაზღაურებას ითხოვს

58fe193c739d9
BM.GE
24.04.17 19:25
860
"ყაზტრანსგაზმა" საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლა. ენერგეტიკის სამინისტრომ საარბიტრაჟო შეტყობინება უკვე მიიღო და ამჯერად უწყება შესწავლის ეტაპზე იმყოფება. მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა "საქმის კურსთან" საუბრისას განაცხადა, რომ ყაზახური მხარე ინვესტიციების ანაზღაურებას ითხოვს.
„შეტყობინება მოგვივიდა და შესწავლის ეტაპზე ვართ.

ჩვენ მუდმივად ვესაუბრებოდით ყაზახურ მხარეს ყაზახური მენეჯმენტის დაბრუნებაზე, ეს იყო ჩვენი სურვილიც და მზაობაც, მაგრამ სამწუხაროდ ეს გადაწყვეტილება მიიღეს“, - ამბობს ვალიშვილი.

"პროცესი დაწყებულია და ეს საკმაოდ დიდ დროს წაიღებს. შეიძლება, მოვილაპარაკოთ, შეიძლება გავარძგელოთ პროცესი. ამის პროგნოზირება ჩემთვის შეუძლებელია“,- განაცხადა "ყაზმუნაი გაზის" ხელმძღვანელმა ყაზახურ მედიასთან საუბრისას.

Global Arbitration Review-ის ინფორმაციით, სადავო თანხა 180 მილიონი დოლარია.

შეგახსენებთ, რომ 2006 წელს “ყაზტრანსგაზმა" თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია "თბილგაზი" 12 მილიონ 500 ათას დოლარად შეიძინა.

2009 წლის მდგომარეობით კი “ყაზტრანსგაზ-თბილისს" 80 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა, აქედან 68 მილიონი – საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ. კომპანიის მიერ დაგროვილი ვალების ამოღების მიზნით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2009 წელს “ყაზტრანსგაზ-თბილისში" სპეციალური მმართველი დანიშნა.