წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის მარტში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,3 პროცენტი, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 5,0 პროცენტი შეადგინა.
მარტში ექსპორტმა 220,8 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა 618,4 მლნ დოლარი.
ამასთან, მარტში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 4 811 შეადგინა, რაც 3,4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.