Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სს "ზირაათ ბანკის თბილისის ფილიალი" სს "ზირაათ ბანკი საქართველო"-ს სახელით გააგრძელებს საქმიანობას

590326a932ffd
BM.GE
28.04.17 15:23
934
პირველი მაისიდან "თ.რ. სს ზირაათ ბანკის თბილისის ფილიალი" საქმიანობას სს "ზირაათ ბანკი საქართველო"-ს სახელით გააგრძელებს. აღნიშნული ცვლილების ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2017 წლის 27 აპრილს სს "ზირაათ ბანკი საქართველო"-ზე საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა. ამავე წლის პირველ მაისს კი ლიცენზია გაუუქმდება "თ.რ. სს ზირაათ ბანკის თბილისის ფილიალს".

"თ.რ. სს ზირაათ ბანკის თბილისის ფილიალი" თურქული კომერციული ბანკის "ზირაათ ბანკის" ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. თურქული კომერციული ბანკის "ზირაათ ბანკი" 1863 წლიდან საქმიანობს თურქეთის ბაზარზე და წარმომადგენლობები გახსნილი აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. აღნიშნული წარმომადგენლობების მიზანი საერთაშორისო ვაჭრობისა და სხვა ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებაა.

"თ.რ. სს ზირაათ ბანკის თბილისის ფილიალი" საქართველოს ბაზარზე 1998 წლის 2 თებერვლიდან ოპერირებს (2001 წლამდე თურქეთის "ემლაქ ბანკის" ქ. თბილისის ფილიალის სახელით) და ამჟამად ბაზარზე 2 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი: ბათუმსა და მარნეულში. ბანკი შემდგომში დამატებითი სერვის ცენტრების გახსნას და მომხმარებლებისთვის უნივერსალური მომსახურების შეთავაზებას გეგმავს.

"თ.რ. სს ზირაათ ბანკის თბილისის ფილიალი" საზედამხედველო კაპიტალი დაახლოებით 22 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო აქტივების ზომის მიხედვით საბანკო სექტორში მე-16 პოზიციას იკავებს.