Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სეს-ი კვერცხის მარკირების კონტროლს ააქტიურებს

5864c021964b0
BM.GE
29.12.16 11:50
1066
სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სააგენტოს საკონფერენციო დარბაზში კვერცხის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა. სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ბიზნესოპერატორებს მიაწოდეს ინფორმაცია და რეკომენდაციები კვერცხის სავალდებულო მარკირებასთან დაკავშირებით. ბიზნესოპერატორი ვადლებულია მის მიერ წარმოებულ კვერცხზე ზუსტად მიუთითოს სურსათის გამოშვების და ვარგისიანობის ვადა.

"მნიშვნელოვანია რომ მომხმარებელს ჰქონდეს უტყუარი ინფორმაცია სამომახმარებლო ბაზარზე განთავსებული სურსათის შესახებ. აგრეთვე სურსათის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტია ბიზნესოპერატორების ინფორმირებულობის გაზრდა, იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ დარღვევები. ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ბიზნესსექტორთან “- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

მიმდინარე წელს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში კვერცხის მწარმოებელი ბიზნესოპერატორების 15 ინსპექტირება ჩაატარა, ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია 30 ნიმუში, განხორციელდა 39 დოკუმენტური შემოწმება. შემოწმების შედეგად,ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის 8 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.