Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კანონის უზენაესობის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 34-ე ადგილზეა

58afdc2e26498
BM.GE
24.02.17 11:08
950
მსოფლიო სამართლის პროექტის ჯგუფმა კანონის უზენაესობის ინდექსი შეადგინა. კვლევის მიზანი შემდეგი იყო: რამდენად ამცირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კანონის უზენაესობის დაცვა კორუფციას და სიღარიბეს, ასევე რამდენად ზრდის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას და საზოგადოების მიმართ მთავრობის ანგარიშვალდებულებას.

საქართველო აღნიშნულ რეიტინგში მსოფლიოს 113 ქვეყანას შორის 34-ე ადგილს იკავებს. საქართველოს სარეიტინგო ქულა, რომელიც 0-დან 1-მდე ითვლება, 0,63-ია. თუმცა აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით საქართველოს პოზიცია ერთი საფეხურით გაუარესდა. რეიტინგში პირველ ადგილზე დანიაა, მეორე პოზიციას ნორვეგია იკავებს, სამულს კი ფინეთი ასრულებს. ყველაზე ცუდი პოზიციები რეიტინგში ავღანეთს, ვენესუელას და ეგვიპტეს აქვთ, რომლებიც ბოლო სამ პოზიციას ინაწილებენ.
რაც შეეხებათ საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანი და სომხეთი აღნიშნულ რეიტინგში არ ფიგურირებს, რუსეთი კი 92-ე ადგილს იკავებს, რაც 6 პოზიციით გაუარესებული მაჩვენებელია, თურქეთი 99 ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევრპის და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველოს პირველი ადგილი აქვს.

რეიტინგი 9 კრიტერიუმით შედგა. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია არცერთ კრიტერიუმში არც გაუარესებულა და არც გაუმჯობესებულა.

მთავრობის სიძლიერე, აღნიშნული კრიტერიუმი გარდა სამთავრობო ინსტიტუტებისა, სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების და არასამთავრობო სეტქორის სიძლიერესაც ზომავს, - ამ კუთხით საქართველომ მსოფლიოს 113 ქვეყანას შორის 43-ე ადგილი დაიკავა. მეორე კრიტერიუმი კორუფციაა, რომელიც სამი სახის კორუფციას ზომავს: ქრთამის აღების ფაქტები, არასათანადო და არაშესაფერისი გავლენა საჯარო ან კერძო ინეტერესებისთვის და საზოგადოებრივი სახრების ან სხვა რესურსების მითვისება. საქართველოს ამ კუთხით მსოფლიოში 22-ე ადგილი აქვს, 0,73 ქულით. ღია მმართველობა- კრიტერიუმი ზომავს თუ რამდენად საჯაროვდება და რამდენად ხელმისაწვდომია ფართო მასებისთვს ახალი თუ ძველი საკანონმდებლო ცვლილებები და რამდენად ჩართულია ამ პროცესში საზოგადოება. - ამ კუთხით საქართველოს 31-ე ადგილი აქვს, 0,63 ქულით. ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, - 0,68 ქულით საქართველოს მსოფლიოს 113 ქვეყანას შორის 39-ე ადგილი აქვს. წესრიგი და უსაფრთხოება- კრიტერიუმი რომელიც ითვლის კრიმინალის დონეს, პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ ძალადობას - 0,78 ქულით საქართველო მსოფლიოში 37ე ადგილზეა. რეგულაციები ეფექტურობა - კრიტერიუმი ზომავს ერთის მხრივ თუ რამდენად ეფექტურად ხდება რეგულაციების იმპლემენტაცია და მეორეს მხრივ რამდენად არის ამ პროცესში როგორც კერძო ასევე საჯარო პირების ინტესების მონაწლეობა, - 0.62 ქულით საქართველოს რეიტინგში 28-ე ადგილი აქვს. სამოქალაქო სამართალი - 0,91 ქულით საქართველო 39-ე პოზიციაზეა.