Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

შატო მუხრანის საფერავმა საერთაშორისო კონკურზე International Wine Challenge ოქროს მედალი მოიპოვა

592475866d0da
BM.GE
23.05.17 21:45
882
ღვინის სფეროში უამრავი საერთაშორისო კონკურსია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელთაგან მნიშვნელობით გამოსაყოფია სამი: International Wine Challenge (IWC), International Wine & Spirits Competition (IWSC) და Decanter World Wine Awards (DWWA). ყველა მათგანი ლონდონში ტარდება და პირდაპირ შეიძლება ითქვას ყველაზე გავლენიანი სართაშორისო კონკურსებია მსოფლიოს მასშტაბით. ამ კონკურსებზე ყოველწლიურად აგზავნიან კომპანიები თავიანთ პროდუქციას მთელი მსოფლიოდან და იღებენ სხვადასხვა მედლებს (რეკომენდებული, ბრინჯაო, ვერცხლი, ოქრო). International Wine Challenge-ზე წელს შატო მუხრანი 6 ღვინით იყო წარმოდგენილი და  ექვსივე ღვინო დაჯილდოვდა, მათ შორის კი ყველაზე მაღალი შეფასება და შესაბამისად ოქროს მედალი მიიღო შატო მუხრანის 2013 წლის საფერავმა.  დანარჩენი ჯილდოები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

საიდუმლო კოლექცია (წითელი) 2014: ვერცხლი
საიდუმლო კოლექცია (თეთრი) 2014: ბრინჯაო
სამეფო რეზერვი (წითელი) 2012: ბრინჯაო
სამეფო რეზერვი (თეთრი) 2013: ბრინჯაო
რქაწითელი სუპერიორი 2015: რეკომენდებული