Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "კრედო ბანკზე" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა

58cfbce90af37
BM.GE
20.03.17 15:25
1663
2017 წლის 20 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, სს "კრედო ბანკზე" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა. სს "კრედო ბანკი" საქართველოს ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (ყოფილი სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო").

კრედოს 2014 წლიდან ინვესტორთა კონსორციუმი ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, მიკროსაფინანსო და სხვა საფინანსო მომსახურებას საერთაშორისო მასშტაბით ახორციელებს და წარმოდგენილია ევროპის, აზიის, სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის კონტინენტებზე.

თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში სს "კრედო ბანკის" 62 ფილიალი მუშაობს. კომპანიის მთავარი მიზანი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მდგრადი ფინანსური სერვისით უზრუნველყოფა და ზოგადად, საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარებაა. სს "კრედო ბანკის" საზედამხედველო კაპიტალი დაახლოებით 120 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო აქტივების ზომის მიხედვით საბანკო სექტორში მე-10 პოზიციას დაიკავებს.

დღეისათვის, სს "კრედო ბანკი" - სათვის ლიცენზიის გაცემის შემდეგ, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.