Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

591720661d0dd
BM.GE
13.05.17 19:03
1181
ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ინფორმაციას მთავრობის ადმიისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შედეგად, ქართული პროდუქციის 94% გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან; ხოლო ქართულ პროდუქციას გაეხსნება 1,4 მილიარდიანი ბაზარი:

"საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული

► ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. მკვეთრად იზრდება ღვინის ექსპორტის მონაცემები (2017 წლის იანვარ-აპრილში ზრდა წინა წელთან შედარებით - 270%)

► სავაჭრო ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას.

► საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს
ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან. ეხლა უკვე ჩინეთთანაც.

► სხვა ქვეყნის მაგალითები

• ჩინეთი-ჩილეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდგომ ჩილედან განხორციელებული ექსპორტი 132%-ით, ინვესტიციები კი 280%-ით გაიზარდა.
• ჩინეთი-ახალი ზელანდიის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ ახალი ზელანდიიდან ჩინეთში ექსპორტი 30%-ით გაიზარდა.
• ჩინეთი-სინგაპურის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ ჩინეთში ექსპორტი სინგაპურიდან 10%. ხოლო სინგაპურში შემოსული ინვესტიციები 36%-ით გაიზარდა
• ჩინეთი- პერუს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შემდეგ პერუდან ჩინეთში ექსპორტის საშუალო ზრდამ 13% შეადგინა.

► ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა საქართველოს ეკონომიკაში

► აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე დროში , 7 თვეში დასრულდა.

► აღსანიშნავია, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა თბილისი-პეკინის მიმართულებით, ურუმჩის გავლით, რომელიც 2016 წლის 23 სექტემბრიდან ხორციელდება კვირაში ორჯერ.

►,,აბრეშუმის გზის" პროექტის ფარგლებში პირველად შესრულდა ტრასნპორტირება ტრანს-აზიურ-კავკასიური მატარებლის მიერ. სამომავლოდ ტრანზიტული მატარებელი უმოკლეს დროში დააკავშირებს აზია-ევროპას.

► 2017 წლის იანვარ-აპრილში ჩინეთიდან შემოვიდა 4 541 ვიზიტორი, რაც 32%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს

► ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, დაამყარა ჩვენს ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები და გახსნა საელჩო თბილისში",- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე დროში - 7 თვეში დასრულდა.