Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ვენეციის კომისია: გადასახადებზე რეფერენდუმი ძალიან იშვიათი შემთხვევაა

5946200677417
BM.GE
18.06.17 10:32
991
ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ რეფერენდუმი გადასახადებზე საკმაოდ იშვიათი შემთხვეაა შედარებით სამართალში.

კომისიაში მიიჩნევენ, რომ დებულების პროექტი „არანაირი გადასახადი წარმომადგენლობის გარეშე“, გარდაიქმნება დებულებად „არანაირი გადასახადი რეფერენდუმის გარეშე“.

„დებულების პროექტის მიხედვით, რეფერენდუმის მოწვევა და ჩატარება შეუძლია მხოლოდ მთავრობას და ამ პროცესში პარლამენტი ახალი გადასახადის დაკისრების დროს სრულად გამორიცხულია.

ვენეციის კომისია სასურველად მიიჩნევს რომ ახალი გადასახადის წარმოდგენის პირველი ინსტანცია იყოს პარლამენტი . შემდგომ პარლამენტის გადაწყვეტილება უნდა წარედგინოს ხალხს მის დასამტკიცებლად, ან პირიქით“, - განმარტავენ ვენეციის კომისიაში.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლში გაჩნდა ჩანაწერი, რომ ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებისთვის ან უკვე არსებული გადასახადების განაკვეთის გაზრდისთვის (გარდა აქციზისა) რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი.