Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Rakeen Georgia: $17.2 მილიონი ერთი პატარა ნაწილია იმ თანხიდან, რომელიც გელა მიქაძემ თაღლითური გზით მიითვისა

592570482c466
BM.GE
24.05.17 15:35
1282
კომპანია "რაკია ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატ გელა მიქაძესა და წინა მთავრობის მაღალჩინოსანს გიორგი ჯანაშიას 15 წლით პატიმრობა მიესაჯათ და 17.2 მლნ აშშ დოლარის კომპანიისთვის გადახდა დაეკისრათ „რაკია ჯორჯიას“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, საქართველოს პარლამენტის წევრს „პატრიოტთა ალიანსიდან“ გელა მიქაძეს ასევე მის პარტნიორებს გიორგი ჯანაშიასა და ხატერ მასაადს არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

„სამივე ბრალდებულს უკანონოდ მითვისებული 17,2 მლნ აშშ დოლარის კომპანიისთვის დაბრუნება დაეკისრა.

გელა მიქაძე სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა. მოსამართლე სამეჰ ჰამედ შეკერი გადაწყვეტილებაში ახსენებს, რომ სამივე ბრალდებული იყო „რაკიას“ ნდობით აღჭურვილი პირი, რომლებმაც კომპანიას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს. ასევე აღსანიშნავია, კომპანიის წილების თაღლითურად მითვისების ბრალდებით გელა-ზაზა მიქაძემ 2013 წელს, საქართველოში ნახევარწლიანი პატიმრობის შემდეგ , აღიარა დანაშაული და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. სანამ მიქაძე პარლამენტის წევრად რჩება, აღსანიშნავია , რომ რამდენიმე ათეული სასამართლო პროცესი მის წინააღმდეგ მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში მიმდინარეობს, მათ შორის საქართველოში. გვინდა ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ 17.2 მილიონი დოლარი ეს არის ერთი პატარა ნაწილი იმ სოლიდური თანხიდან, რომელიც გელა მიქაძემ თაღლითური გზით მიითვისა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.