Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოს #1 ექსპორტიორი რუსეთია, სადაც $54,5 მლნ-ის ფეროშენადნობების და $24 მლნ-ის ღვინის ექსპორტი განხორციელდა

59252b50ba093
თელარა გელანტია
24.05.17 10:41
717
2017 წლის იანვარ-აპრილში რუსეთში განხორციელებულმა ექსპორტის ღირებულებამ 125 მლნ 189 ათას 800 დოლარი შეადგინა და რუსეთი საქართველოს #1 ექსპორტიორი ქვეყანა გახდა.

"საქსტატის" მიერ "საქმის კურსისთვის" მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში რუსეთში 54,5 მლნ დოლარის ღირებულების ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა.

რუსეთში ექსპორტირებული სასაქონლო ჯგუფების ხუთეულშია ასევე ყურძნის ნატურალური ღვინოები ($24მლნ), მინერალური და მტკნარი წყლები ($15,3 მლნ), ეთილის სპირტი/სპირტიანი სასმელები ($6.5მლნ), თხილი და სხვა კაკალი ($4.2მლნ).

შეგახსენებთ, 2016 წელს საქართველოდან რუსეთში განხორციელებულმა ექსპორტმა $206,2 მლნ შეადგინა.