Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

წყალზე განთავსებული ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგური მსოფლიოში

5946462e0d5b9
BM.GE
18.06.17 13:19
1095
ჩინეთში წყალზე მოტივტივე მზის პანელების სადგური შექმნეს, რომელიც მსოფლიოში სიდიდით პირველია. მზის პანელები ჩინეთის აღმოსავლეთით Anhui-ს პროვინციაში 800,000 კვ. მეტრ ფართობზე,  ტბაზე არის განთავსებული და 40 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც 30 ათასი სახლის დასაკმაყოფილებლად სრულიად საკმარისია.

მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებული შტატები „პარიზის კლიმატის შეთანხმებას“ გამოეყო, მისი ადგილი ჩინეთმა აქტიურად დაიკავა და მსოფლიოს თავი ყველაზე მსხვილი მზის ენერგიის მწარმოებლად დაამახსოვრა. ჩინეთი, მიუხედავად თავისი რეპუტაციისა ჰაერის დაბინძურების მხრივ, სულ უფრო მეტ ინვესტიციას დებს განახლებად ენერგიაში.