Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

NDI: გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარის გამოყოფა

591958bce9272
BM.GE
15.05.17 11:26
1015
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს ყოველწლიურად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის 25 მილიონი ლარის გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 14% მიიჩნევს, რომ ეს თანხა უნდა გაიზარდოს, 20% ფიქრობს, რომ სახელმწიფოს მიერ ეკლესიისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა უნდა შემცირდეს, 8%-ს კი მიაჩნია, რომ სახელმწიფომ ეკლესიისთვის თანხები საერთოდ არ უნდა გამოყოს.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 67% მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა შეამოწმოს, რაში იხარჯება ეკლესიისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები. 22% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები 7 – 28 აპრილის პერიოდში ჩატარდა, გამოიკითხა სულ 2493 ადამიანი. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.7 %.