Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქსტატი: უმუშევრობის დონე ბოლო 13 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

592683d3b8f60
BM.GE
25.05.17 11:07
686

2016 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2015 წელთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, 2016 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 13 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

2016 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 67.5 პროცენტი შეადგინა. წინა წელთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე შემცირდა 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე - 0.2 პროცენტული პუნქტით. წინა წელთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.1 პროცენტული პუნქტით, წინა წელთან შედარებით აქტიურობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.1 პროცენტული პუნქტით.

ტრადიციულად, დასაქმებულებში ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი. აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წელს პრაქტიკულად არ შეცვლილა.