Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

CNN Money: კანადას სურს, ახალი სილიკონ ველი გახდეს

5942841ad4b5c
BM.GE
16.06.17 16:53
913
კანადას სურს ახალი სილიკონ ველი გახდეს,- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას CNN Money. გამოცემის ცნობით, აშშ-ის ხელისუფლება სულ უფრო ართულებს კომპანიებისთვის ნიჭიერი ადამიანების დაქირავების შესაძლებლობას სხვადასხვა ქვეყნიდან. მიზეზი კი ისაა, რომ ამერიკა ამკაცრებს მაღალკვალიფიციური მუშაკებისთვის განკუთვნილ დაჩქარებულ ვიზას, კანადა კი ამასობაში ახალ, უფრო სწრაფ ვიზებს ტესტავს.

კანადის ხელისუფლებამ მიმდინარე კვირაში ახალი პროგრამა დაიწყო, რომელიც იძლევა შესაძლებლობას მუშაობის ნებართვა და დროებითი ბინადრობის მოწმობა ერთი წლის ნაცვლად ორ კვირაში გაიცეს. ორწლიანი საპილტე პროგრამის შესახებ ქვეყანამ ერთი წლის წინ განაცხადა. მათი ინფორმაციით, პროგრამის მეშვეობით „ინოვაციურ კომპანიებს“ შესაძლებლობა აქვთ მაღალკვალიფიციური მუშახელი იპოვონ.

ახალი სილიკონ ველის მოწყობას ონტარიოს შტატში აპირებენ.

როგორც ცნობილია, ერთი წლის შემდეგ იგეგმება სპეციალური სარეკლამო კამპანიის წარმოება, რომელიც სილიკონ ველის მუშაკებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მიიზიდავს.