Home
Category
TV Live Menu
Loading data...

NDI: 78% მიიჩნევს, რომ საქართველოსა და "გაზპრომს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ აქვს

59195a9693f5b
BM.GE
15.05.17 12:00
791
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 78% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობასა და "გაზპრომს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ აქვს, 18% მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების შესახებ საკმარისი ინფორმაცია აქვს.

ამასთან, გამოკითხულთა 39% მიჩნევს, რომ „გაზპრომსა“ და საქართველოს მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულება კომერციული შეთანხმებაა, რომელსაც ქვეყნებისთვის პოლიტიკური შედეგები ექნება, 27% ფიქრობს, რომ შეთანხმება კომერციულია, თუმცა, მას პოლიტიკური შედეგები არ ექნება.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები 7 – 28 აპრილის პერიოდში ჩატარდა, გამოიკითხა სულ 2493 ადამიანი. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.7 %.