Home
Category
TV Live Menu
Loading data...

იტალიელი ახალგაზრდების 80% მშობლებთან ერთად ცხოვრობს, - ქვეყნები სადაც მშობლებთან ერთად ცხოვრების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია

5879e8704d0ab
BM.GE
14.01.17 12:58
1232
ახალგაზრდები სულ უფრო ხშირად განაგრძობენ ცხოვრებას მშობლებთან ერთად, - კვლევას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, კერძოდ OECD-ის ქვეყნებში ახალგაზრდების მიერ მშობლებთან ერთად ცხოვრების შესახებ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) აქვეყენებს.

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 15 დან 29 წლამდე ახალგაზრდების მშობლებთან ერთად ცხოვრების იტალიაშია და ის 80.6%-ს შეადგენს. მას მოჰყვება სლოვენია 76.4% -ით. მშობლების სახლში ცხოვრებას სლოვაკეთსა და საბერძნეთში შესაბამისად ახალგაზრდების 76.3% და 76.2% განაგრძობს.

განსხვავებულია ვითარება სკანდინავიის ქვეყნების შემთხვევაში, სადაც ახალგაზრდების მხოლოდ მესამედი ცხოვრობს მშობლებთან სახლში. კანადაში 30.9% ირჩევს მშობლებთან ერთად ცხოვრებას. დანიაში ეს მაჩვენებელი 34.3%-ია, შვედეთში 35.1%, ფინეთში 36.9%, ნორვეგიაში 37.8%.

ეს სტატისტიკა ერთი შეხედვით ანგრევს იმ გავრცელებულ აზრს რომ ევროპაში ახალგაზრდები სრულწლოვანებიდან დამოუკიდებლად ცოვრობენ- ამ მითის მსხვრევის მიზეზი კი ქვეყნის ეკონომიკაა. ახალგაზრდების ცხოვრების სტილზე “ დარტყმა “ აღმოჩნდა ეკონომიკური კრიზისი. ახალგაზრდები მშობლებთან ცხოვრებით ზოგავენ გადასახადების ფულს, საჭმლის ფულს და ასე შემდეგ. მაგალითად საფრანგეთში 2007 დან 2014 წლის შუალედში 12.5%-ით გაიზარდა მშობლებთან მაცხოვრებელი ახალგაზრდების რაოდენობა. ამავე პერიოდში უნგრეთში ეს კოეფიციენტი 8.9%-ია და იტალიაში 5.6%. ეს კვლევა ამ მონაცემებთან ერთად აჩვენებს, რომ ახალგაზრდები რაც უფრო დიდხანს ცხოვრობენ მშობლებთან ერთად მით მეტად გვიან ქმნიან საკუთარ ოჯახს. 1990-იან წლებში კაცების ქორწინების ასაკი 27 წელი იყო და ქალების 25. 2014-ში კი 34 და 31-ით შეიცვალა ოჯახის შექმნის საშუალო ასაკი.

Pew Research Centre-ის მონაცემებით, ამერიკაშიც უფრო მეტი ახალგარზდა ცხოვრობს მშობლებთან ვიდრე ნებისმიერ დროს 1940 წლიდან მოყოლებული.