Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართველ არალეგალებს საბერძნეთში საცხოვრებელი ადგილის დაკანონება გაუმარტივდებათ

5917305b05250
BM.GE
14.05.17 14:00
708
საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ლეგალიზაციის ხელშესაწყობად ქართული და ბერძნული მხარეები კოორდინირებულად მუშაობაზე შეთანხმდნენ, მათ შორის მარტის ბოლოს "იმიგრაციის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, ქართველ არალეგალებს საბერძნეთში საცხოვრებელი ადგილის დაკანონება გაუმარტივდებათ. საბერძნეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ დოკუმენტების სია გაეზარდა, რომლის თანახმადაც მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს ბინადრობის მოწმობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, - თემის დეტალებით ’’საქმიან დილასთან“ საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი საუბრობს.

- ბატონო იოსებ, როგორც ვიცით, საკმაოდ ვრცელი სამუშაო პროცესია საბერძნეთის ხელისუფლებასთან იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის პრობლემები არ შეიქმნას, რა შეგიძლიათ ამ ნაწილთან დაკავშირებით გვითხრათ?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა უპირველესი, რაც მინდა გითხრათ არის ის, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ჩვენი დიასპორის შესახებ რამე მნიშნელოვანი საკითხი, რომლის მიმართაც საელჩო და საგარეო საქმეთა სამინისტროს კარგად გააზრებული მიდგომა და სტრუქტურიზებული გეგმა არ ჰქონდეს. საბერძნეთის პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩვენს მოქალაქეებს, უპირველესად, ოპერატიული და მაღალკვალიფიციური საკონსულო მომსახურება სჭირდებათ კომფორტულ გარემოში, რაც ჩვენ მათი წინადადებებისა და მოთხოვნების შესაბამისად შევქმნით. ათენში საკონსულო სამსახური ძალიან დიდი დატვირთვით მუშაობს. იშვიათად არის ისეთი დღე, როდესაც მიღებაზე 50-60 საქართველოს მოქალაქეზე ნაკლებია. მეორე საკითხი, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებთ ჩვენს მოქალაქეებს მათი ინტერსების დაცვაა და ჩვენ ამ ინტერესებს ყველგან ვიცავთ - აეროპორტში, საავადმყოფოებში, წინასწარ დაკავების დაწესებულებებში, სასამართლოებში, ციხეებში, მასობრივი თავშეყრის ადგილებში და ბუნებრივია, ეს თავისთავად გულისხმობს იმასაც, რომ საელჩოს მყისიერი რეაგირება უნდა ჰქონდეს იმ ინციდენტებზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უკავშირდება. მადლობას გამოვხატავ ჩვენი დიასპორის მიმართ, რომელიც ეფექტურად იყენებს საელჩოს 24 საათიან ცხელ ხაზს. მნიშვნელოვანია დიასპორის ჩართულობა, რასაც ჩვენ გამჭვირვალე საქმიანობით უზრუნველვყოფთ. ყოველ კვარტალურ ანგარიშს ვაწვდით საქართველოს დიასპორას, რომელიც საელჩოს facebook-ზე არის განთავსებული. მათ რეკომენდაციებსა და ნიშნებს ვისმენთ და მაქსიმალურად მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს თვითორგანიზებისკენ, რადგან ძლიერი დიასპორა ჩვენ გვეხმარება, რომ მაქსიმალური რაოდენობის საქართველოს მოქალაქესთან გვქონდეს წვდომა და მათ ჩართულობას აიოლებს საელჩოს საქმიანობასა და იმ მოვლენებში, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას უკავშირდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ის ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც დიასპორაში არსებობს მაქსიმალურად იყოს გამოყენებული, ამიტომაც მოვუწოდეთ მათ, რომ პროფესიონალური ნიშნით დარეგისტრირებულიყვნენ, რითიც საელჩოსაც კონკრეტული პროფესიის ადამიანებზე წვდომა ექნება. 

- ვიცით, რომ სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნა, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს...

- 2007 წლის შემდეგ ძალიან დიდი ბიუროკრატიული და ფინანსური პრობლემები ქონდა ჩვენს დიასპორას საბუთების ლეგალიზების კუთხით, 2016 წლის 1 იანვრიდან ეს საკითხი მოგვარდა. 5 საფეხურიანი ბიუროკრატიული გზა არის გაუქმებული, რომ ნებისმიერი დოკუმენტი მიეღო საბერძნეთში წარსადგენად საქართველოს მოქალაქეს, ასევე გადასვენების საკითხში ამავე პერიოდიდან არცერთი პრობლემა არ შექმნილა, არც ადმინისტრაციული და არც ფინანსური. ეს მთლიანად სახელმწიფომ აიღო თავის თავზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის შესწავლის შტანის საკითხი, ასევე გადაიჭრა.

-ლეგალიზების თემას შევეხოთ, რას იტყვით აღნიშნულთან დაკავშირებით?

-ეს ძირითადი ცენტრალური თემაა, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის აქ ყოფნის დისკომფორტის მთავარი წყაროა. აქ უკანონოდ მყოფი მოქალაქე მოკლებულია სოციალურ საკითხებს, საბანკო ანგარიშებს, ჯანდაცვას და ა.შ. რა თქმა უნდა, საჭირო იყო მეგობრული და თბილი ფონის შექმნა, რომ ამ ტაბუ დადებულ თემას შევხებოდით. მიმდინარე წელს, საბერძნეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, მიგრაციის პოლიტიკის მინისტრთან ჩვენ ამ საკითხის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაწყვეტაზე შევთანხმდით. ეს შეხვედრა 24 აპრილს გაიმართა და 9 მაისს უკვე კონკრეტული პასუხისმგებელი პირი გამოიყო, რომელიც საელჩოსთან აღნიშნულ საკითხზე იმუშავებს. 16 მაისს საელჩო პირველი თემატური ჯგუფის შეხვედრას მართავს და ამაში ათენში მოქმედი ქართველი იურისტები ჩაერთვებიან, რომლებსაც საბერძნეთის კანონმდებლობასთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება აქვთ. შეხვედრას ორი მიზანი აქვს. ერთია საემიგრაციო კანონში შესული ცვლილებების თავმოყრა, გასაგებ ენაზე ინტერპრეტაცია და ბერძნულ მხარესთან შეთანხმება. ამ ჯგუფმა გზამკვლევი უნდა შეიმუშაოს აღნიშნული ახალი ინიციატივის მიხედვით, რომელიც ბერძნულ მხარეს უნდა მივაწოდოთ და მას შემდეგ, რაც ეს საკანონმდებლო ინიციატივები ახალ შესაძლებლობებს გახსნის საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ ლეგალიზება დააკანონოს. შემდეგ უკვე ჩვენი ამოცანა ის არის, რომ ეს საკითხები ბერძნულ-ქართული ურთიერთობების დღის წესრიგის მუდმივი თემა გახდეს და ისევე გადაიჭრას ბერძნულ მხარესთან, როგორც ყველა დანარჩენი.