Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გია ჯოხთაბერიძე: კომპანიები, რომლებიც კარგად მუშაობენ, ყველაფერს თავის თავზე ვერ აიღებენ

58afe22422a80
BM.GE
24.02.17 11:32
1514
"მაქვს ისეთი შეგრძნება, თითქოს გინდა დაიმორჩილოთ - მე კი მინდა, თავისუფალი ვიყო ბიზნესის კუთხით", - განაცხადა იურიდიულ სამქეთა კომიტეტის სხდომაზე კომპანია მაგთის მფლობელმა გია ჯოხთაბერიძემ.

კომიტეტზე ფარული მოსმენების შესახებ კანონის განხილვას კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლების კანონის არსებული რედაქციით მიღებას ეწინააღმდეგებიან, თუმცა პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

"ჩვენ უნდა გვქონდეს ”შტეფსელი”, მაგრამ ადაპტერის გარეშე. ადაპტერი თქვენი საქმეა. დიდ ბოდიშს ვიხდი, მე აქ ჩამოსული ვარ იმისთვის, რომ საკითხი ბიზნესკუთხით დაგანახოთ. ”შტეფსელი” უნდა იყოს და უნდა გითხრათ, რომ აი აქ არის "შტეფსელი”. თქვენ "შტეფსელში" თითს წაითლით, შეაერთებთ და ინფორმაციას მაგით მოხსნით თუ გულთმისანს მოიყვანთ და ის წაიკითხავს, ჩემთვის სულ ერთია. რა აპარატურაც გინდათ მიაერთეთ, მოხსენით ნებისმიერი ინფორმაცია - ”შტეფსელი” იქნება, ადაპტერი არ ექნება.

ჩვენ გვაქვს დაკარგული ტერიტორიები, მაგრამ არ გვაქვს ისეთი სიძლიერის ჯარი, რომ იარაღის ჟღარუნით დავიბრუნოთ ის და სოჭიც მოვაყოლოთ, როგორც იყო დავუშვათ 1918 წლამდე. ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, ”ვასტოპებთ” და ვართ იქ, სადაც ვართ - ასე მორჩილად. ახლა თქვენ თუ არ შეგიძლიათ ამდენის კონტროლი, მაშინ უნდა დაასტოპოთ იქ, სადაც შეგიძლიათ.

ბიზნესს აქვს ვალდებულება, გადაიხადოს დღგ და სხვა გადასახადები, ჩვენ ვემსახურებით 112-ს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ჩვენ ორ აქციზს ვიხდით, რასაც არ უნდა ვიხდიდეთ. ლიცენზიების ვადები გაგვიგრძელდა. დამთავრებული არ იყო ლიცენზიების ვადა და თავიდან გადავიხადეთ, რაზეც ხმა არ ამოგვიღია - უჭირს ქვეყანას, რაღაც და რაღაც. მაგრამ ამ ვალდებულებებს?! - უკვე გვეყო რა.

ყველაფერს კომპანიები, რომლებიც კარგად მუშაობენ, თავის თავზე ვერ აიღებენ", - განაცხადა ჯოხთაბერიძემ.