Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"კავკასუსი" საკუთარი მაგისტრალური კაბელის განსავითარებლად Sofia Connect-თან თანამშრომლობას აღრმავებს

588a6d4910049
ნინო კვინტრაძე
27.01.17 10:05
1603
Caucasus Online-მა და კომპანიამ Sofia Connect ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე განაცხადეს, - პარტნიორობა მოიცავს, როგორც კომერციულ, ასევე ტექნიკურ თანამშრომლობას და მისი მიზანია გამარტივდეს ორივე კომპანიის ოპერირება და ათვისებული იქნას ის შესაძლებლობები რასაც მაგისტრალური კაბელი იძლევა. კერძოდ, საუბარია შუა აღმოსავლეთის ქვეყნებზე, სადაც მეტი შესაძლებლობები ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნის შემდეგ გაჩნდა.

„კავკასუს ონლაინის“ შავი ზღვის ქვეშ განთავსებული კაბელების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად და ასევე, მისი უპირატესობების გასაცნობად, ორმა კომპანიამ ერთობლივად, ვებ-გვერდი BlackSeaCable.com წარადგინეს.

როგორც Sofia Connect-ში განმარტავენ, გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ აჩვენა ახალი, უსაფრთხო მარშრუტების განვითარების საჭიროება ევროპასა და შუა აღმოსავლეთს შორის. ახალი ვებ-გვერდი კი მომხმარებელს სწორედ აღნიშნულ გეოპოლიტიკურ რისკებს და ევროპა-აზიის მარშრუტში შავი ზღვის მარშრუტის უპირატესობებს გააცნობს.
„შავი ზღვის ფსკერზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი თავდაპირველად შეიქმნა იმისთვის, რომ მას კავკასიის რეგიონი ერვოპასთან დაეკავშირებინა უსაფრთხო გზით. ეხლა კი ის იძენს მნიშვნელობას, როგორც შუა აღმოსავლეთთან დამაკავშირებელი არამხოლოდ თავისუფალი და უსაფრთხო, არამედ ყველაზე სწრაფი მარშრუტი“, - ამბობს კომპანია Caucasus Online-ს აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ჭიაურელი.

შეთანხმება აზიის სხვადსხვა მიმართულებით მარშრუტების განვითარებასააც მოიცავს. „კავკასუს ონლაინი“ და Sofia Connect 2008 წლიდან თანამშრომლობენ.

შეგახსენებთ, რომ "კავკასუს ონლაინი" პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც საქართველო ევროპასთან დააკავშირა 1200 კილომეტრიანი ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელით. კაბელი 2008 წელს შავი ზღვის ფსკერზე ჩაიდო. კომპანიას საკუთარი ინფრასტრუქტურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აქვს განთავსებული და ის სომხეთში ინტერნეტის მიწოდების 85% –ს, აზერბაიჯანში – 50%–ს, ხოლო საქართველოში 55%-ს უზრუნველყოფს.