Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გილაური: წელს აქცენტს ენერგეტიკაზე ვაკეთებთ, ქვეყანაში ახალი ტიპის ენერგია უნდა ვეძებოთ

58aec2b96c079
ელენე გოგბერაშვილი
23.02.17 15:07
894
BGEO ჯგუფი ქარის ენერგიის მოპოვებით ინტერესდება. როგორც BGEO ჯგუფის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, წელს მათი მხრიდან აქცენტი ენერგეტიკულ პროექტებზე კეთდება. მათ შორის ჯგუფი დაინტერესებულია ქარის ენერგიის პოტენციალით, რა მიზნითაც დაგეგმილია კვლევების ჩატარება.

"წელს აქცენტს ვაკეთებთ ენერგეტიკაზე. ქარის მიმართულებით, მზის და ჰიდროს მიმართულებით ვმუშაობთ ენერგეტიკაში. ჩვენი აზრით, ქარის მიმართულებით საქართველოში არის პოტენციალი. კვლევას ჩავატარებთ რამდენიმე ადგილას და ამ კვლევებში ჩაიდება ინვესტიციიები. ეს ახალი სექტორია საქართველოში. ჩვენ ჩავატარებთ მზის ენერგიის კვლევებსაც, რაც აქამდე არ განხორციელებულა. პოტენციალი არსებობს და ვფიქრობთ, ქვეყანაში ახალი ტიპის ენერგია უნდა ვეძებოთ", - აცხადებს BGEO ჯგუფის გენერალური დირექტორი.