Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

SIPRI: მსოფლიოში იარაღის რეალიზება, ცივი ომის პერიოდის შემდეგ, რეკორდულად გაიზარდა

58aff1ae6cec2
BM.GE
24.02.17 12:37
997
სტოქჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის ინსტიტუტის კვლევის ცენტრის (SIPRI) მონაცემებით, 2004 წლიდან მოყოლებული მსოფლიოში იარაღის ტრასპორტირების ფაქტები მკვეთრად გაიზარდა. 2012-2016 წლებში კი ზრდამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია ცივი ომის პერიოდის შემდეგ და 2007-2011 წლებთან შედარებით ზრდამ 8,4% შეადგინა.

ზრდა დაფიქსირდა აზიასა და შუა აღმოსავლეთის რეგიონში, მაშინ როდესაც ევროპაში, აფრიკასა და ამერიკაში შემცირდა.

მსოფლიოში იარაღის უმსხვილესი ექსპორტიორები არიან: ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, რუსეთი, საფრანგეთი და გერმანია.

2012-2016 წლებში აზიისა და შუა აღმოსავლეთის რეგიონში იმპორტირებულმა იარაღის მოცულობამ, მთლიანი იმპორტის 43% შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში, იარაღის უმსხვილესი იმპორტიორი ინდოეთი იყო, ქვეყანაზე მსოფლიო იმპორტის 13% მოდიოდა.

მკვეთრად გაიზარდა იარაღის იმპორტი ვიეტნამშიც, - თუკი ქვეყანა 2007-2011 წლებში იმპორტიორებს შორის 29-ე ადგილს იკავებდა, 2012-2016 წლებში ქვეყანამ მეათე ადგილზე გადაინაცვლა, ზრდამ კი 202% შეადგინა.

2012-2016 წლებში იარაღის მეორე უმსხვილესი იმპორტიორი საუდის არაბეთი იყო, ქვეყანაში აღნიშნულ პერიოდში იარაღის იმპორტი 212%-ით გაიზარდა.
245%-ით გაიზარდა იარაღის იმპორტი კატარში.

2007-2011 წლებთან შედარებით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იარაღის ექსპორტი 21%-ით გაზარდა. შტატებიდან ექსპორტირებული იარაღის ნახევარზე მეტი შუა აღმოსავლეთის რეგიონზე მოდის.

რუსეთის წილი იარაღის ექსპორტის მთლიან მოცულობაში 23%-ია, ქვეყნიდან ყველაზე დიდი მოცულობით იარაღი ვიეტნამში, ინდოეთსა და ჩინეთში გავიდა.

ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩინეთის წილი იარაღის ექსპორტის კუთხით 3,8%-დან 6,2%-მდე გაიზარდა.

იარაღის ექსპორტი შეამცირა გერმანიამ, 2007-2011 წლებიდან მოყოლებული ქვეყანამ იარაღის ექსპორტი 35%-ით შეამცირა.