Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გუბერნატორი: ოზურგეთში Zara-ს ფაბრიკის $5-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებაზე ინვესტორებისგან საბოლოო პასუხს ველოდებით

58aec364a4b92
სალომე მეცხვარიშვილი
23.02.17 16:01
932
გურიის გუბერნატორის გია სალუქვაძის ინფორმაციით, ოზურგეთში Zara-ს ფაბრიკის $5-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ თურქი ინვესტორებისგან საბოლოო პასუხს ელოდებიან. ამის შესახებ გუბერნატორმა „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ENA Textile-ის წარმომადგენლები საქართველოში უკვე იმყოფებდონენ, დაათვალიერეს ტერიტორია, სადაც შესაძლოა ქარხანა აშენდეს, ასევე გაეცნენ ქართულ კანონმდებლობას. როგორც სალუქვაძე ამბობს, ამჟამად ინვესტორები მიღებულ ინფორმაციას ამუშავებენ, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"მთავარია, რომ უარი არ გვაქვს. ჩვენ დამატებით არაფრის გაკეთება აღარ შეგვიძლია, გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ",- აცხადებს გია სალუქვაძე.

როგორც საქართველოში სტუმრობისას ინვესტორებმა განაცხადეს, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ფაბრიკაში პირველ ეტაპზე დასაქმებული იქნება 500 ადამიანი, ხოლო საბოლოო ჯამში მათი რიცხვი სავარაუდოდ 1000-მდე გაიზრდება. მათივე ინფორმაციით, თუ ყურადღება გურიაზე შეჩერდება, Zara-ს და MANGO-ს ბრენდის ოზურგეთში წარმოებაზე იქნება საუბარი.