Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ეროვნული ბანკი ოფიციალური კურსის დათვლაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ამატებს

58660eab97a0b
BM.GE
30.12.16 11:35
1057
ბოლო პერიოდში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში გაზრდილი აქტიურობიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი 2017 წლის 3 იანვრიდან ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშებაში ასევე გაითვალისწინებს კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარიგებებს. დღეისათვის, ბლუმბერგით ოთხი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვაჭრობს და მომავალში, სავარაუდოდ, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

ამავდროულად, ეროვნული ბანკი, თავის ვებგვერდზე ოფიციალური კურსების განთავსებას ოთხი ძირითადი ვალუტით იწყებს. მთავარ გვერდზე დოლარისა და ევროს კურსებს, თურქული ლირა და ფუნტი სტერლინგი დაემატება.

შეგახსენებთ, რომ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი წარმოადგენს წინა სავაჭრო დღეს, სავალუტო ბაზარზე, ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში დადებული გარიგებების საშუალო შეწონილ კურსს, რომელიც გამოიყენება საბუღალტრო აღრიცხვისათვის და ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისათვის.