Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჟან-მიშელ ბასკიას ნამუშევარი აუქციონზე რეკორდულ ფასად - 110.5 მილიონ დოლარად - გაიყიდა

59213ea662382
BM.GE
21.05.17 12:00
977
ამერიკელი მხატვრის ჟან-მიშელ ბასკიას ნამუშევარი ნიუ იორკის აუქციონზე რეკორდულ ფასად - 110.5 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

როგორც BBC წერს, აღნიშნული ნამუშევარი ამ მაჩვენებლით ყველაზე ძვირადღირებული ტილო გახდა.

აუქციონი 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ბასკიას ნახატი შესრულებულია ზეთით, აკვარელითა და აეროზოლის საღებავებით.

არსებული ინფორმაციით, ერთი წლით ადრე ბასკიას სხვა ნამუშევარი ორჯერ უფრო იაფად იგივე პირმა იყიდა. ორივე ნახატი იაპონელმა მოდელიორმა 41 წლის იუსაკუ მაეზავამ შეიძინა, რომელიც ბასკიას შემოქმდებისადმი მიღძვნილი მუზეუმის გახსნას გეგმავს.

სააგენტო "ფრანს პრესის" ცნობით, ტილოს გამო აუქციონზე უშუალოდ დარბაზში მჯდომ კლიენტსა და ვაჭრობაში ტელეფონით მონაწილე პირს შორის სასტიკი ბრძოლა გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ნახატის დაუფლებისთვის "ბრძოლაში" სწორედ ტელეფონით მოვაჭრემ გაიმარჯვა.

აფროამერიკელი მხატვარი ჟან-მიშელ ბასკია ნიუ-იორკში 1960 წელს დაიბადა და 27 წლის ასაკში 1988 წელს ნარკოტიკების მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. ჟან-მიშელ ბასკია საზოგადოებამ თავდაპირველად გაიცნო როგორც მხატვარი გრაფიტისტი, თუმცა მსოფლიოში სახელი ნეო-ექსპრესიონისტული ნამუშევრებით გაითქვა