Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"დანგრეულია ჩვენი სოფლის მეურნეობა, პროდუქტების 95% იმპორტირებულია"

5943d166dde74
BM.GE
16.06.17 16:36
738
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი მიიჩნევს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებაზე გარკვეული შეზღუდვები უნდა დაწესდეს. პაპაშვილმა გადაცემაში „ანალიტიკა“ განაცხადა, რომ მიწების გასხვისების აკრძალვაზე ბიზნეს ასოციაციებში პოზიცია ორადაა გაყოფილი: ნაწილი თვლის, რომ უცხოელებზე მიწის გაყიდვა არ უნდა აიკრძალოს, ნაწილი კი თვლის რომ შეზღუდვები საჭიროა.

"ქვეყანამ უნდა შეიმუშავოს და განსაზღვროს თუ რა სურს მომავალი 50 წლის განმავლობაში.

დანგრეულია ჩვენი ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების 95% იმპორტირებულია: კარტოფილი, სტაფილო 95%-ით იმპორტირებული შემოდის.

მე სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მომხრე ვარ რეგულაციების, - გავიყავით ბიზნეს ასოციაციებში, მსხვილი ბიზნესი გაყოფილია - ნაწილი თვლის რომ შეზღუდვა არ უნდა იყოს, მე ვთქვლი რომ უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა იყოს აკრძალვა.

უამრავი რისკია, მე ვიმუშავე 2 წელი ერთ-ერთ მიწაზე, ის იყიდა უცხოელმა და ხელი არ უხლია 3 წელია. მე ვყიდულობდი ამ მიწას, ფასით მომიგო, მაგრამ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გაიყიდა უცხოელმა.

მიწა უმიზნოდ არ უნდა გაიყიდოს, რეგულაციები თანაბარი უნდა იყოს როგორც ქართველისთვის, ისე უცხოელისთვის", - ამბობს პაპაშვილი.