Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ვინც გალარების პროგრამით არ ისარგებლა, სესხის გალარება ნებისმიერ დროს შეეძლება, ოღონდ კომერციული კურსით"

58cff15fd99fb
ელენე გოგბერაშვილი
20.03.17 19:10
1167
"შემოვიღეთ რეგულირება, რომ ბანკს არ აქვს უფლება დააწესოს წინსწრებით დაფარვის საკომისიო თუ ხდება სესხის უცხოური ვალუტიდან გალარება’’, - ამის შესახებ ,,საქმის კურსს’’ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა განუცხადა. როგორც მესტვირიშვილი გალარების ერთჯერადი პროგრამის შედეგებზე კომენტირებისას აცხადებს, მათ 50%-ზე მეტი აქტივობის მოლოდონი არც ჰქონდათ და დაბალი მაჩვენებელიც სავარაუდოდ მსესხებლებში ნაკლებმა მოტივაციამ განაპირობა. მისი თქმით, მათ ვინც გალარების ერთჯერადი პროგრამით არ ისარგებლა, სესხის გალარება ნებისმიერ დროს შეეძლებათ, ოღონდ კომერციული კურსით, სახელმწიფოს სუბსიდიის გარეშე.
დღეს რა მონაცემებიც გვაქვს, დაზუსტებული სიის 20%-ია. აქ იყო ასევე სესხები, რომელიც მალე იფარება და ნაკლები იყო მოტივაცი გალარების. ჩვენ 50%-ზე მეტი მონაწილეობას არც ველოდით, მაგრამ რაც გაკეთდა ძალიან წარმატებული იყო. ამან ასევე საშუალება მოგვცა მეტი ყურადღება მიექცია მოსახლეობას ლარისა და დოლარის სესხებისთვის. ჩვენ გვქონდა კალკულატორი გამოქვეყნებული.ჩვენ ამ კალკულატორს განვაახლებთ ლარისა და დოლარის სესხის შედარების საშუალება რომ გვქონდეს. მათ, ვინც არ მოხვდა ამ პროგრამაში შეუძლიათ გაალარონ სესხი კომერციული კურსით, თუმცა შემოვიღეთ რეგულირება, რომ ბანკს არ აქვს უფლება დააწესოს წინსწრებით დაფარვის საკომისიო თუ ხდება სესხის უცხოური ვალუტიდან გალარება’’-განუცხადა ,,საქმის კურსს’’ არჩილ მესტვირიშვილმა.