Home
Category
TV Live Menu
Loading data...

2016 წელს მშპ-ს დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით მრეწველობა და ვაჭრობა გამოირჩეოდა

58d0d81394966
BM.GE
21.03.17 11:35
1113
2016 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე ფასებში 33 921,6 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 6,8 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

საქსტატის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (17,1 პროცენტი) და ვაჭრობა (16,3 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,1 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (9,1 პროცენტი), მშენებლობა (8,3 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,6 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,8 პროცენტი).

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: სასტუმროები და რესტორნები (9,9 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (9,3 პროცენტი), მშენებლობა (8,1 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (7,6 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,7 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (4,8 პროცენტი). კლება აღინიშნა ტრანსპორტის (-0,9 პროცენტი) და კავშირგაბმულობის (-0,2 პროცენტი) სექტორებში.