Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ამერიკელი მილიარდერი და ბანკირი დევიდ როკფელერი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა

58d0214474956
BM.GE
20.03.17 22:33
1220
ამერიკელი მილიარდერი და ბანკირი დევიდ როკფელერი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Forbes-ის მილიარდერთა სიაში 604-ე მილიარდერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახის წარმომადგენელმა ფრეიზერ საიტელიმ დაადასტურა. მისივე განცხადებით, ამერიკელი მილიარდერი საკუთარ სახლში, პიკანტიკო ჰილსში, ძილში გარდაიცვალა.

ამ დროისთვის როკფელერის ქონება ფორბსის რეიტინგის მიხედვით, 3,3 მილიარდი დოლარი იყო.
 
დევიდ როკფელერი 1915 წლის 12 ივნისს დაიბადა, ნიუ-იორკში. დევიდ როკფელერის ბაბუა - ჯონ როკფელერი მსოფლიოში პირველი მილიარდერი მამაკაცია. ის იყო ნავთობკომპანია Standart Oil-ს დამფუძნებელი. სწორედ ნავთობის ბიზნესმა გახადა როკფელერი პირველი მილიარდერი მსოფლიოში. მან ასევე დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი. როკფელერები ამ დრომდე ითვლებიან ერთ-ერთ გავლენიან ოჯახად მსოფლიოში.1936 წელს მან ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა. სწავლობდა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლაში. 1942 წელს როკფელერი სამხედრო სამსახურში შევიდა და კაპიტნის წოდებას მიაღწია. ომის შემდეგ მან Chase Manhattan Bank-ში დაიწყო მუშაობა, რომლის პრეზიდენტიც 1961 წელს გახდა. 1981 წლის აპრილში ის გადადგა და მას შემდეგ საჯარო ცხოვრებას ნაკლებად ეწეოდა.