Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"არაფერი გამოგვივა ქვეყანაში სადაც 15 წლის მოზარდებს მათემატიკას, წაკითხულის გააზრებას და ინგლისურს ვერ ვასწავლით"

58d0cbcac8360
BM.GE
21.03.17 10:43
1260
„გავაერთიანებდი უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოს. უპრეცენდენტო საჯაროობით ავირჩევდი ახალ მოსამართლეებს სამივე პალატაში (სულ 15 მოსამართლეზეა საუბარი), ამითი რეალურად დაიწყებოდა სასამართლო რეფორმა“, - წერს საკუთარ სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის ოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. მისი თქმით, თავიდან არის დასაწერი სამოქალაქო და ადმინისტრაციული კოდექსები. „იდეოლოგიურ საფუძვლად დავუდებდი ინგლისურ სამართალს

• შევამცირებდი სამინისტროებს 8-10 მდე
• გავაუქმებდი გუბერნატორების, ფინანსური პოლიციის და სუს-ის ინსტიტუტებს
• რეალურ ფინანსურ დეცენტრალიზაციასთან ერთად არჩევითს გავხდიდი ყველა გამგებლის და მერის პოზიციას. ასევე არჩევითს გავხდიდი სამხარეო პროკურორის თანამდებობას
• თბილისს დავყოფდი მუნიციპალიტეტებად და აქაც არჩევითს გავხდიდი გამგებლებს. გაუგებარია 300,000-იან გლდანს რატომ არ უნდა ჰყავდეს არჩევითი მმართველი როდესაც 6 ჯერ პატარა უამრავ რაიონს ჰყავს.
• გავაუქმებდი პარლამენტის მაჟორიტარულ სისტემას და პრეზიდენტის ინსტიტუტს
• სასკოლო განათლება იქნებოდა მთავარი პრიორიტეტი. დარწმუნებული ვარ არაფერი გამოგვივა ქვეყანაში სადაც 15 წლის მოზარდებს მათემატიკას, წაკითხულის გააზრებას და ინგლისურს ვერ ვასწავლით საშუალო ევროპული ხარისხითაც კი“, - წერს ქადაგიძე.