Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"სავალუტო ფონდი სწორია, საპარტნიორო ფონდი გარკვეულად ფისკალური რისკების შემცველია"

592530aeb6954
ნინო კვინტრაძე
24.05.17 11:03
749
საპარტნიორო ფონდი ხელმძღვანელი დავით საგანელიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდს ეთანხმება და თვლის, რომ საპარტნიორო ფონდი გარკვეულად ფისკალური რისკების გამომწვევია.

საგანელიძემ "საქმის კურსის" კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ პროექტების და დაფინანსების ზრდის პარალელურად რისკებიც იზრდება და IMF ფონდს რეკომენდაციებს სამართლიანად აძლევს.

"არანაირი განსხვავება არაა წინა წლის დასკვნებთან, არანაირი სიახლე არ მომხდარა, არანაირი მიდგომა არ შეცვლილა, რა თქმა უნდა სწორია, რომ საპარტნიორო ფონდი, როგორც ქვეყნის ერთერთი მთავარი ფინანსური ინსტრუმენტი არის გარკვეულად ფისკალური რისკების შემცველი. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და როდესაც ეს ფონდი შეიქმნა ყველამ კარგად იცოდა ეს. ფონდის მიერ გაწეული ინვესტიციები ბიუჯეტთან არის ასახული. თუ სავალუტო ფონდი გარკვეულ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს უწესებს ზოგადად ბიუჯეტს და მის განკარგვას, ამის ერთ-ერთი კომპონენტი საპარტნიორო ფონდია და როგორც კომპონენტი - იქაც გარკვეული შეზღუდვა იქნება. ანალოგიური ყოველ წელს არსებობდა, რაც ბუნებრივია.

ბოლო პერიოდში სავალუტო ფონდიც კარგად ხედავს რომ საპარტნიორო ფონდი ბევრად აქტიური გახდა, მას ათეულობით პროექტი აქვს. დღეს ჩვენდა სასიკეთოდ საპარტნიორო ფონდს საკმაოდ კარგი იმიჯი აქვს უცხოეთში.

თუ მოცულობები იზრდება რისკებიც იზრდება და ამაზე სამართლიანად, გარკვეულ შეზღუდვებს და რეკომენდაციებს გვაძლევს სავალუტო ფონდი", - ამბობს საგანელიძე. მისივე თქმით საპარტნიორო ფონდი ამ შეზღუდვების ფარგლებში მოქმედებს და შესაბამისად რაიმე ცვლილება ფონდის მანდატში არ იგეგმება.

როგორც IMF-ის ანგარიშშია აღნიშნული, სავალუტო ფონდის პროგრამა ზღუდავს საპარტნიორო ფონდის ახალ სესხებს და გარკვეულ ჭერს/ზღვარს უწესებს მის ფულად დეფიციტს. ამასთან, ფონდი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა შეზღუდოს და მონიტორინგი გაუწიოს საპარტნიორო ფონდის ბალანსს.

"საპარტნიორო ფონდი განაგრძობს მხოლოდ კომერციული მიზნების შესრულებას, - მათ შორის უზრუნველყოფს სესხის თანადაფინანსებას, არ ექნება ხარჯვითი დეფიციტი და აღარ გასცემს გარანტიებს. ამასთან, ჩვენ შევზღუდავთ საპარტნიორო ფონდის მიერ სესხის აღებას 2017 წელს 20 მილიონ დოლარამდე", - ვკითხულობთ სსფ-ს ანგარშში.