Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მსოფლიო ბანკის განვითარების პოლიტიკის მეორე პროგრამა საქართველოსთვის ზაფხულში დაამტკიცდება

59243ab82f774
BM.GE
23.05.17 17:26
774
მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და მსოფლიო ბანკის დირექტორმა სტრატეგიისა და პროგრამების დარგში ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მარია შერმანმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შეხვედრას ასევე დაესწრო მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი.

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე და ასევე სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებთან დაკავშირებით.

აღინიშნა მსოფლიო ბანკთან განვითარების პოლიტიკის მიმდინარე ორი პროგრამის შესახებ, რომლიდანაც ერთი უკვე დამტკიცდა, ხოლო მეორე, რომელიც გაკუთვნილია საქართველოს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობისათვის, მიმდინარე წლის ზაფხულში დამტკიცდება.

მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს სახელმწიფო სექტორში განხორციელებულმა დაფინანსებამ 1992 წლის შემდეგ დაახლოებით 2.68 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა.