Home
Category
TV Live Menu
Loading data...

უწერა და შოვი, შესაძლოა, ბალნეოლოგიურ კურორტებად ჩამოყალიბდეს

5943cae6e74e4
სალომე მეცხვარიშვილი
17.06.17 10:00
1063
უწერა და შოვი, შესაძლოა, ბალნეოლოგიურ კურორტებად ჩამოყალიბდეს. რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორის პაპუნა მარგველიძის განცხადებით, ამ ორი კურორტის ბალნეოლოგიურ ცენტრად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით სერიოზული დაინტერესებაა.

თუმცა, გუბერნატორის თქმით, დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია, რამდენადაც ამ მიმართულებების განსაზღვრა რაჭის განვითარების გეგმით უნდა მოხდეს.

პაპუნა მარგველიძის განცხადებით, რაჭის განვითარების გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს და მომდევნო წლისთვის დოკუმენტი დასრულებული უნდა იყოს. რაჭის განვითარების გენერალური გეგმა მოიცავს უწერის, შოვის, ნიკორწმინდის, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას.