Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჯორჯიან მანგანეზმა ჭიათურაში ახალი ფაბრიკის მშენებლობისთვის ნებართვები მოიპოვა

58d0baa05a4f4
BM.GE
21.03.17 09:30
1190
რამდენიმეწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, "ჯორჯიან მანგანეზმა" ჭიათურაში მაღალტექნოლოგიური ქარხნის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვები მოპოვა.

"ინსტიტუციონალურ დონეზე პროექტს უკვე აღარაფერი აფერხებს", - განუცხადა GBC-ის კომპანიის წარმომადგენელმა ზაქარია ზალიკაშვილმა, ის იმედოვნებს, რომ შიდა პროცედურებიც მალე დასრულდება და ქარხნის მშენებლობა დაიწყება.

ინვესტორმა პროექტისთვის უკვე დახარჯა საკმაოდ სოლიდური ინვესტიცია და მისი მზადყოფნის მიუხედავად $20 მილიონიანი პროექტის დაწყება მაინც გაჭიანურდა.

კომპანია იმედოვნებს, რომ ახალი ფაბრიკა ხარჯებს შეუმცირებს, რითაც ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა გაიზრდება.

პროექტით, დაგეგმილია 200 ტ/სთ წარმადობის, თანამდროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფაბრიკის მშენებლობა, რომელიც ჩაანაცვლებს კომპანიის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა გამამდიდრებელ ფაბრიკას.

ახალი ფაბრიკა აღჭურვილი იქნება ბრუნვითი წყალმომარაგების სისტემით, რაც მინიმუმამდე ამცირებს მდ. ყვირილას წყლის დაბინძურების რისკებს, ხოლო პერსპექტივაში შლამსაცავში დასაწყობებული შლამების შემდგომი გადამუშავებით შესაძლებელი იქნება მანგანუმის კონცენტრატის მიღებაც.

GBC