Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ISET: ხაჭაპურის გამოცხობა ყველაზე ძვირი სინგაპურში, ყველაზე იაფი კი ინდოეთში ჯდება

58cfdb832fafc
BM.GE
20.03.17 17:38
1423
ISET-მა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ხაჭაპურის ინდექსი დათვალა. კვლევითი ორგანიზაციის სპეციალურ კვლევაში კვლავ ის ინგრედიენტებია გამოყენებული, რაც იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად არის საჭირო, თუმცა ქართული პროდუქცია ადგილობრივითაა ჩანაცვლებული. ასე მაგალითად იმერული ყველის მაგივრად ISET-მა მოცერელას ფასი დათვალა.

როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ძვირი ხაჭაპურის გამოცხობა სინგაპურში ჯდება, სადაც სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობა 12,28 ლარი ჯდება, მას მოსდევს ამერიკის შეერთებული შტატები 10,71 ლარით. ფასები თითქმის მსგავსია შვეიცარიაში, იტალიასა და საბერძნეთში (8,13 ლარი, 7,29 ლარი, 7,25 ლარი). ყველაზე იაფი ინდექსი ინდოეთში დაფიქსირდა, სადაც ხაჭაპურის გამოცხობა საქართველოში 26%-ით უფრო იაფად, 2,91 ლარადაა შესაძლებელი.