Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ჩვენი დერეფნის კონკურენტუნარიანობა იზღუდება იმით, რომ არ გვაქვს ღრმაწყლოვანი პორტი"

5925552b72585
ნინო კვინტრაძე
24.05.17 13:38
764
საქართველოს რკინიგზის დირექტორი მამუკა ბახტაძე საქართველოს დერეფნის მიმართ დაინტერესები ზრდას ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულების შემდეგ ელოდება. როგორც ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს დერეფნის კონკურენტუნარიანობის შეზღუდვის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ღრმაწყლოვანი პორტის არარსებობაა.

"საერთაშორისო კომპანიებს, აქვთ დიდი ინტერესი გამოიყენონ ჩვენი დერეფანი. ერთი კვირის წინ ჩინეთში დასრულდა ფორუმი „ერთი გზა ერთი სარტყელი“, სადაც კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი.

ჩვენ გვაქვს ჩვენი საშინაო დავალება, რომელიც ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას, რათა ჩვენი დერეფანი იყოს უფრო კონკურენტუნარიანი.

სახელმწიფო ახორციელებს ინვესტორებთან ერთად ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. გარკვეულწილად ჩვენი დერეფნის კონკურენტუნარიანობა იზღუდება იმით რომ არ გვაქვს ღრმაწყლოვანი პორტი და ანაკლიის პორტის აშენებით ჩვენ ახალ შესაძლებლობებს მივცემთ ლოგისტიკურ კომპანიებს", - განაცხადა ბახტაძემ.