Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საქართველოში ქარის ენერგიის განვითარების კონფერენცია ჩატარდება

59243880384fe
BM.GE
23.05.17 16:43
767
საქართველოში ქარის ენერგიის განვითარების კონფერენცია ჩატარდება. გალტ&თაგარტის ინფორმაციით, ღონისძიება მიმდინარე წლის 7 ივნისს ჩატარდება.
ღონისძიება Green World-ის ორგანიზებით ტარდება და მისი მხარდამჭერია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და Galt & Taggart.

როგორც საინვესტიციო კომპანიის ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ქარის ენერგიის განვითარების სერიოზული პოტენციალი აქვს და წლიურად 4 მილიარდი კვტ.სთ-ს გამომუშავება შეუძლია. ამასთან, საქართველო იყოფა რამდენიმე ზონად: მაღალსიჩქარიანი ზონა, სადაც შედის საქართველოს სამხრეთი ნაწილი და კოლხეთის დაბლობის ცენტრალური ნაწილი; ნაწილობრივ მაღალსიჩქარიანი ზონა, სადაც შედის მტკვრის ხეობა მცხეთასა და რუსთავთან, ჯავახეთის სამხრეთი ნაწილი, შავი ზღვის სანაპირო ფოთისა და კახაბერის ვაკეზე; დაბალსიჩქარიანი ზონა მაღალეფექტური ზონა- გაგრის მთების გასწვრივ, კოლხეთის დაბლობი; დაბალსიჩქარიანი ზონა ლიმიტირებული ზონა - ლორის ზეგანი, სიონის წყალსაცავი.

კონფერენციას დაესწრებიან სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, "ქართლის ქარის ელექტროსადგურის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე კაზარაშვილი, EBRD-ის წარმომადგენელი ენერგეტიკის სექტორში დავით მანაგაძე, საქართველოს ინდსუტრიული ჯგუფის მრჩეველი ლევან ვეფხვაძე, ERM GmbH-ის პარტნიორი რაიმუნდ ვოგელსბერგერი და ა.შ.