Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რაკია: დეპუტატი გელა მიქაძე სასამართლომ თაღლითობის საქმეში დამნაშავედ ცნო

5944ff9307557
BM.GE
17.06.17 14:08
895
"რაკია ჯორჯიას" ინფორმაციით, კომპანიამ ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრს, პარლამენტარ გელა მიქაძეს სასამართლო პროცესი მოუგო.

ამასთან დაკავშირებით ”რაკია ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, პარლამენტარი და „რაკინ ჯორჯიას“ ყოფილი ხელმძღვანელი გელა მიქაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობის საქმეში დამნაშავედ ცნო. სასამართლომ მიქაძესთან დაკავშირებული კომპანია ‘’ჯორჯია გოლფ ენდ რეზორტი’’ დაავალდებულა „რაკიინ ჯორჯიას“ დაუბრუნოს თაღლითური გზით მითვისებული მიწები და დაფაროს სასამართლოს ხარჯები- 5 000 ლარი. საქმე ეხება 951 ჰექტარ მიწის ნაკვეთს მუხროვანში, რომელიც მიქაძემ „რაკინ ჯორჯიას“ სასარგებლოდ შეიძინა. მან მიწა 2007 წელს მისი ახლო პარტნიორისაგან 27 . 200 .000 ლარად , რეალურ ღირებულებაზე დაახლოებით 10-ჯერ ძვირად იყიდა, 2012 წლის ივლისში კი 2 .000. 000 ლარად გაყიდა. ამ მიწების რეალური ღირებულება „რაკია ჯორჯიასთვის“ 32 000 000 ლარს შეადგენდა. მიქაძემ მიწები იმ ჰოლდინგურ კომპანიას მიჰყიდა, რომლის მფლობელიც რეალურად თავად იყო. ამის შემდეგ კი თავისი კომპანიის წილების 2/3 თანამზრახველებზე ხატერ მასაადსა და ალ სადექზე მხოლოდ 2$ - ად გაასხვისა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ბოლო ორი თვის განმავლობაში გამოტანილი უკვე მეორე გადაწყვეტილებაა.

მიქაძე ცოტა ხნის წინ დამნაშავედ არაბთა გაერთიანებულ ემირატებში ცნეს და 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მრავალმილიონიან საქმეზე გადაწყვეტილებაში , რომელიც ფოთის პორტის გაყიდვას უკავშირდება, მოსამართლე სამეჰ ჰამედ შეკერი ასკვნის, რომ მიქაძემ, ხატერ მასაადმა და გიორგი ჯანაშიამ მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი კომპანიის ფინანსურ რესურსსა და ინტერესებს , რომელშიც თავად მუშაობდნენ. მიქაძემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ემირატების სასამართლოს გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ იგი თავის შანსებს საქართველოში ცდიდა. ის ამჯერად დამნაშავედ უკვე რამდენიმე ქვეყანამ ცნო, მათ შორის საქართველომ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს რეალურ სახეს პერსონისა, რომელიც წარმოადგენს საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს პარლამენტში”, - ნათქვამია ”რაკია ჯორჯიას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.