Home
Category
TV Live Menu
Loading data...

EBRD ეგვიპტეში 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მზის ენერგიის პროექტს განახორციელებს

594406a9215ed
BM.GE
17.06.17 15:00
761
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პაკეტის დამტკიცების შესახებ განცხადება გააკეთა.

ფინანსები ეგვიპტეში მზის პანელების 13 ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელებას მოხმარდება, რომელიც წარმოადგენს მზის 16 პროექტისგან შემდგარი პორტფელის ნაწილს, მთლიანი დადგმული სიმძლავრით 750 მგვტ. მზის პანელები განთავსდება ბენბანში, ასვანას რეგიონში - ჩრდილოეთ ეგვიპტეში. „ჩვენ ეგვიპტის მთავრობასთან 2014 წლიდან ვმუშაობთ და ვეხმარებით მათ მიზნების მიღწევაში. მოხარულები ვართ, რომ ვაფინანსებთ ამ პროექტებს, რომელთა დაწყებაც 2017 წლის ბოლოსთვის იგეგმება“, - აღნიშნა EBRD-ის ენერგეტიკის სექტორის ხელმძღვანელმა ჰარი ბოიდ-კარპენტერმა

EBRD-მა აღნიშნული გეგმის თაობაზე 2015 წელს განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ თავდაპირველი ტრანში წაახალისებს დამატებით ინვესტიციებს და მომავალში კაპიტალს 1.5 მლრდ აშშ დოლარამდე გაზრდის. პროექტი მიზნად ისახავს 2 გვტ ენერგიის მიღებას 40 ინდივიდუალური მზის პარკის მეშვეობით, თითოეული 50 მგვტ სიმძლავრით. აღსანიშნავია, რომ ეგვიპტეს 2020 წლისთვის მთლიანი ენერგიის 20%-ის განახლებადი რესურსებიდან მიღება სურს. (Bellini, 2017) ასვანას რეგიონის მოსახლეობის 50%-ზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა. EBRD-ის მზის პროექტი რეგიონის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება, რომელიც შექმნის გრძელვადიან სამუშაო ადგილებს და რეგიონს შეძენს სასარგებლო გამოცილებას. EBRD-მა ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში ინვესტირება 2012 წელს დაიწყო და იორდანიასა და მაროკოში ქარისა და მზის 700 მლნ ევროს ღირებულების პროექტები დააფინანსა. 2007-2016 წლებში EBRD-მა 3.5 მლრდ ევროზე მეტი ღირებულების ინვესტიცია განახორციელა უშუალოდ განახლებად ენერგიაში, რომელიც 23 ქვეყნის 104 პროექტს მოიცავს.

ენერგოდაიჯესტი